ევაკუაცია „დარიალზე“ და ჩაკეტილი გზა: შსს დევდორაკის ხეობაში არსებულ ვითარებაზე განცხადებას ავრცელებს
13 აგვისტო, 2026
დევდორაკის ხეობაში წყლის დონის მატების გამო, საბაჟო გამშვებ პუნქტ „დარიალზე“ მოქალაქეებისა და პერსონალის ევაკუაცია განხორციელდა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, აღნიშნული გადაწყვეტილება ადრეული შეტყობინების ავტომატური სისტემის მიერ დაფიქსირებული სიგნალის საფუძველზე მიიღეს.
დადგენილი უსაფრთხოების ოქმის შესაბამისად, უსაფრთხო ზონაში გადაიყვანეს როგორც სასაზღვრო გამშვებ პუნქტზე მყოფი მოქალაქეები, ასევე საპატრულო და სასაზღვრო პოლიციის, საბაჟო სამსახურისა და ადგილზე მომუშავე კერძო კომპანიების თანამშრომლები.
პრევენციული ზომების ფარგლებში, სოფელ გველეთთან საავტომობილო მოძრაობა ორივე მიმართულებით სრულად შეიზღუდა. ადგილზე ვითარებას შესაბამისი უწყებები აკონტროლებენ.