14 აგვისტოს ლანჩხუთის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება — „ენერგო-პრო ჯორჯია“

13 აგვისტო, 2026

 
14 აგვისტოს ლანჩხუთის ნაწილს ელექტროენერგია შეეზღუდება — „ენერგო-პრო ჯორჯია“
 

კომპანია „ენერგო-პრო ჯორჯია“ მოსახლეობას მოსალოდნელი ენერგოშეზღუდვის შესახებ აფრთხილებს. გეგმური სარეაბილიტაციო პროცესის მიმდინარეობის გამო, 14 აგვისტოს ელექტროენერგიის მიწოდება დროებით შეწყდება ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის რამდენიმე ქუჩაზე.

შუქის მიწოდება 10:00-დან 18:00 საათამდე მონაკვეთში, მონაცვლეობით შეეზღუდებათ თბილისის, ჭანტურიას, ჟორდანიასა და ცინცაძის ქუჩების, ასევე მათ მიმდებარედ მცხოვრებ აბონენტებს.

კომპანიის ინფორმაციით, სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე ენერგომომარაგება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.