აფხაზეთის შეიარაღებული კონფლიქტის დაწყებიდან 34 წელი შესრულდა
14 აგვისტო, 2026
14 აგვისტოს აფხაზეთის ტერიტორიაზე სამხედრო დაპირისპირების დაწყებიდან 34 წელი გავიდა. ტრაგიკული მოვლენები, რომელმაც საქართველოს უახლეს ისტორიაში უმძიმესი კვალი დატოვა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო.
სამხედრო კონფლიქტი 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. შეიარაღებული დაპირისპირება 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
რუსული არმიისა და სეპარატისტული ძალების მიერ წარმოებულ საომარ მოქმედებებს 10 000-მდე ქართველი სამხედრო მოსამსახურე და მშვიდობიანი მცხოვრები ემსხვერპლა. ამასთან ერთად, 300 ათასამდე მოქალაქე იძულებული გახდა საკუთარი სახლ-კარი დაეტოვებინა და დევნილად ქცეულიყო.