ინდონეზიაში მსოფლიოში ყველაზე დიდი ყვავილი აღმოაჩინეს
14 აგვისტო, 2026
ინდონეზიაში მკვლევრებმა პლანეტის ყველაზე დიდი ყვავილი – რაფლეზია დააფიქსირეს, რომლის დიამეტრიც შთამბეჭდავ 122 სანტიმეტრს აღწევს.
აღსანიშნავია, რომ ახალი გიგანტური ნიმუში ზუსტად იმ ადგილზე გაიზარდა, სადაც წინა რეკორდსმენი ყვავილი ხარობდა. ახალი აღმოჩენა წინამორბედზე 10 სანტიმეტრით დიდია, რითაც მან მსოფლიო რეკორდი ოფიციალურად გააუმჯობესა.
რაფლეზია უნიკალური პარაზიტული მცენარეა. მას არ გააჩნია არც ფესვთა სისტემა და არც ფოთლები. არსებობისთვის საჭირო ყველა საკვებ ნივთიერებასა და წყალს ის მასპინძელი მცენარისგან ითვისებს.