„გლოვოს“ კურიერზე ჯგუფური თავდასხმის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა

14 აგვისტო, 2026

 
„გლოვოს“ კურიერზე ჯგუფური თავდასხმის საქმეზე პოლიციამ კიდევ ორი პირი დააკავა
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვაკე-საბურთალოს მთავარი სამმართველოს თანამშრომლებმა კომპანია „გლოვოს“ კურიერზე განხორციელებული ჯგუფური ძალადობის ფაქტზე კიდევ ორი არასრულწლოვანი დააკავეს.

საგამოძიებო უწყების ინფორმაციით, ინციდენტი მიმდინარე წლის 7 აგვისტოს დედაქალაქში, ყაზბეგის გამზირზე მოხდა. ბრალდებულებმა კურიერს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველების მიერ ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე სამი პირი მომხდარიდან მეორე დღესვე დააკავეს, ხოლო მიმალვაში მყოფი დანარჩენი ორი ფიგურანტი 13 აგვისტოს იქნა აყვანილი.

მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 118-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანებას გულისხმობს და სასჯელის სახით 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.