Forbes-მა გარდაცვალების შემდეგ ყველაზე მაღალშემოსავლიანი ვარსკვლავები დაასახელა
14 აგვისტო, 2026
ავტორიტეტულმა საერთაშორისო გამოცემა Forbes-მა ტრადიციული ყოველწლიური რეიტინგი გამოაქვეყნა, რომელიც იმ გარდაცვლილ ცნობილ ადამიანებს აერთიანებს, რომელთა სახელები და შემოქმედებითი მემკვიდრეობა დღემდე შთამბეჭდავ შემოსავალს აგენერირებს.
სიის უპირობო ლიდერი კვლავ პოპის მეფე მაიკლ ჯექსონია — გასულ წელს მისმა შემოსავალმა 60 მილიონი აშშ დოლარი შეადგინა. მეორე პოზიციას როკ-ენ-როლის ლეგენდა ელვის პრესლი იკავებს 39 მილიონი დოლარით, ხოლო სამეულს ცნობილი ამერიკელი კარიკატურისტი ჩარლზ შულცი ასრულებს 38 მილიონით.
Forbes-ის განახლებულ ჩამონათვალში მე-12 ადგილზეა მომღერალი უიტნი ჰიუსტონი, რომლის შემოქმედებამაც გასულ წელს 9,5 მილიონი დოლარის შემოსავალი მოიტანა.
გარდაცვლილი ცნობილი ადამიანების ფინანსური რეიტინგი ასე გამოიყურება:
• მაიკლ ჯექსონი (გარდაიცვალა 2009 წელს) – $60 მილიონი;
• ელვის პრესლი (გარდაიცვალა 1977 წელს) – $39 მილიონი;
• ჩარლზ შულცი (გარდაიცვალა 2000 წელს) – $38 მილიონი;
• არნოლდ პალმერი (გარდაიცვალა 2016 წელს) – $30 მილიონი;
• ბობ მარლი (გარდაიცვალა 1981 წელს) – $20 მილიონი;
• დოქტორ სიუსი (SEUSS) (გარდაიცვალა 1991 წელს) – $19 მილიონი;
• ჯონ ლენონი (გარდაიცვალა 1980 წელს) – $14 მილიონი;
• მერილინ მონრო (გარდაიცვალა 1962 წელს) – $13 მილიონი;
• პრინსი (გარდაიცვალა 2016 წელს) – $12 მილიონი;
• ნიპსი ჰასლი (გარდაიცვალა 2019 წელს) – $11 მილიონი;
• ევან აფტერი (გარდაიცვალა 2018 წელს) – $10 მილიონი;
• უიტნი ჰიუსტონი (გარდაიცვალა 2012 წელს) – $9,5 მილიონი;
• ჯორჯ ჰარისონი (გარდაიცვალა 2001 წელს) – $9 მილიონი.