როგორ მოქმედებს შვებულება ჩვენზე: „არის ერთი ნიუანსის“ ახალი ეპიზოდი
14 აგვისტო, 2026
თიბისის საგანმანათლებლო ინიციატივის ფარგლებში შექმნილი YouTube პოდკასტი „არის ერთი ნიუანსი“, რომელსაც ნიკო ნერგაძე უძღვება, მე-15 ეპიზოდით წარდგა მაყურებლის წინაშე. ამჯერად გადაცემის მთავარი თემა შვებულების რეალური გავლენა და დასვენების ფსიქოლოგიური თუ ფიზიკური ასპექტებია.
შვებულება უმეტესობას უბრალოდ სამსახურისგან შესვენება ჰგონია, თუმცა რამდენად სწორად ვაფასებთ მის როლს ჩვენს ჯანმრთელობასა და ზოგად კეთილდღეობაზე? ახალ ვიდეოში ავტორი იკვლევს, თუ როგორ უნდა დაიგეგმოს დასვენება ისე, რომ მიღებული ენერგია და დადებითი შედეგი სამუშაო რუტინაში დაბრუნების შემდეგაც ხანგრძლივად შევინარჩუნოთ.
პროექტი „არის ერთი ნიუანსი“ რთულ და კომპლექსურ კითხვებზე მეცნიერულად დასაბუთებული პასუხების მოძიებას ემსახურება. გადაცემები უახლეს კვლევებზე დაყრდნობით აჩვენებს, რამდენად გადამწყვეტია კონტექსტი და რატომ არ არსებობს ცხოვრებაში მხოლოდ მარტივი, შავ-თეთრი გადაწყვეტილებები.
განათლების ხელშეწყობა და საზოგადოებაში კრიტიკული აზროვნების განვითარება თიბისის ერთ-ერთი უმთავრესი პრიორიტეტია. კომპანია აქტიურად აგრძელებს იმ პროექტების მხარდაჭერას, რომლებიც ცოდნის გავრცელებასა და შემეცნებითი კულტურის გაძლიერებას ემსახურება.