ოზურგეთის სოფლებში ქუჩებს ახალი სახელები მიენიჭა – საკრებულოს გადაწყვეტილება

14 აგვისტო, 2026

 
ოზურგეთის სოფლებში ქუჩებს ახალი სახელები მიენიჭა – საკრებულოს გადაწყვეტილება
 

ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის გადაწყვეტილებით, რამდენიმე სოფლის ქუჩებს ახალი სახელები ოფიციალურად მიენიჭა.

მიღებული დადგენილების მიხედვით, შემოქმედის ადმინისტრაციულ ერთეულში, კერძოდ გორისფერდში მდებარე №2 ქუჩას „შემოქმედის“ სახელი ეწოდა, ხოლო სოფელ გომში მდებარე №1 ქუჩის გარკვეულ მონაკვეთს გამოჩენილი ქართველი მეცნიერის, გივი დუმბაძის სახელი მიენიჭა.

პროფესორი გივი დუმბაძე (1925–1999) გახლდათ აღიარებული პათოფიზიოლოგი, მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი და საქართველოს მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე. იგი წლების განმავლობაში იკავებდა საქართველოს მედიცინის მეცნიერებათა აკადემიის ვიცე-პრეზიდენტის პოსტს, იყო ღირსების ორდენის კავალერი და 200-ზე მეტი სამეცნიერო ნაშრომის ავტორი.

ამასთანავე, საკრებულოს წევრთა გადაწყვეტილებით, სოფელ ბოხვაურის ორ ქუჩას — №2-სა და №10-ს — „წმინდა სოფიას“ სახელი მიაკუთვნეს.