მსოფლიოს ყველაზე ძვირადღირებული ქორწილები: ვის რამდენი დაუჯდა გრანდიოზული ცერემონია
14 აგვისტო, 2026
საქორწინო სააგენტო Bridebook-მა იმ ცნობილი ადამიანებისა და სამეფო ოჯახის წევრების სია გამოაქვეყნა, რომელთა ქორწილებმაც ასტრონომიული ბიუჯეტი შეადგინა.
რეიტინგის სათავეში ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრები მოექცნენ. პრინცი ჰარისა და მეგან მარკლის 2018 წლის ვინძორის სასახლის ცერემონიალთან ერთად, სიის მოწინავე პოზიციებზეა პრინც უილიამისა და ქეით მიდლტონის 2011 წლის გრანდიოზული ჯვრისწერა, რომელზეც 26 მილიონი ფუნტი სტერლინგი დაიხარჯა.
მესამე პოზიციას „ფორმულა 1“-ის ხელმძღვანელის შვილის, პეტრა ეკლსტოუნისა და ჯეიმს სტენის 2011 წლის ქორწილი იკავებს 9-მილიონიანი ბიუჯეტით. მეოთხე ადგილზეა ჯასტინ ტიმბერლეიკისა და ჯესიკა ბილის იტალიური ცერემონია (4 მილიონი ფუნტი), ხოლო მეხუთეზე — ჯორჯ და ამალ კლუნების ქორწინება (3,5 მილიონი ფუნტი).
ყველაზე ძვირადღირებული ქორწილების ჩამონათვალში ასევე მოხვდნენ: ჩელსი კლინტონი და მარკ მევინსკი (2,3 მლნ ფუნტი), პრიანკა ჩოპრა და ნიკ ჯონასი (2,3 მლნ ფუნტი), კიმ კარდაშიანი და კანიე უესტი (2,1 მლნ ფუნტი) და ელტონ ჯონი დევიდ ფერნიშთან ერთად (1,1 მლნ ფუნტი).