სამცხე-ჯავახეთს ახალი სახელმწიფო რწმუნებული ჰყავს – პრემიერის გადაწყვეტილება
14 აგვისტო, 2026
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის გადაწყვეტილებით, სამცხე-ჯავახეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის თანამდებობაზე იოსებ ალიბეგაშვილი დაინიშნა.
მთავრობის მეთაური ახალდანიშნულ რწმუნებულს მთავრობის ადმინისტრაციაში შეხვდა. სამუშაო შეხვედრას ასევე ესწრებოდა ვიცე-პრემიერი, რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე. მხარეებმა სამცხე-ჯავახეთში მიმდინარე მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული და სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, ასევე სამომავლო გეგმები განიხილეს.
პრემიერ-მინისტრმა იოსებ ალიბეგაშვილს ახალ პოზიციაზე წარმატებები უსურვა. აღსანიშნავია, რომ ალიბეგაშვილი აღნიშნულ დანიშვნამდე ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილის პოსტს იკავებდა.