ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია

14 აგვისტო, 2026

 
ოკუპირებული ცხინვალის რეგიონში უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
 

საოკუპაციო რეჟიმის მიერ უკანონოდ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია. ინფორმაციას ამის შესახებ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ავრცელებს.

უწყების ცნობით, მოქალაქე უკვე იმყოფება საქართველოს ცენტრალური ხელისუფლების მიერ კონტროლირებად ტერიტორიაზე.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში ხაზგასმით აღნიშნავენ, რომ საერთაშორისო პარტნიორებთან აქტიური თანამშრომლობით გრძელდება მუშაობა ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი ყველა სხვა თანამოქალაქის უმოკლეს დროში გასათავისუფლებლად.