საკადრო ცვლილებები ოზურგეთის მერიაში: ვინ ტოვებს თანამდებობებს მერის გადადგომის შემდეგ
14 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის, პაატა კუნჭულიას მიერ თანამდებობის დატოვების შემდეგ, ადგილობრივ თვითმმართველობაში მასშტაბური საკადრო გადაადგილებები დაიწყო.
არსებული ინფორმაციით, სამსახურიდან წასვლის შესახებ განცხადებები უკვე დაწერეს ოზურგეთის მერის მოადგილეებმა — გურამ გოლიაძემ და სოფიკო რამიშვილმა, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მერიის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა გენო მორჩილაძემ.
მოქმედი კანონმდებლობით, მერის გადადგომის შემთხვევაში მის მოვალეობას პირველი მოადგილე ასრულებს. პირველმა მოადგილემ, ბექა ჩხიკვიშვილმა დაადასტურა თანამშრომელთა მიერ განცხადებების დაწერის ფაქტი, თუმცა განმარტა, რომ ამ ეტაპზე მერის მოვალეობის შესრულებას ოფიციალურად ჯერ არ შესდგომია. ასევე ჯერჯერობით უცნობია, დარჩებიან თუ არა აღნიშნული პირები მერიის სხვა პოზიციებზე.