ცნობილი ქართველი ფოტოხელოვანი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა
14 აგვისტო, 2026
ქართული ფოტოჟურნალისტიკის გამორჩეული წარმომადგენელი, ფოტოკორესპონდენტი ბადრი ვადაჭკორია გარდაიცვალა. სამწუხარო ინფორმაცია სოციალურ ქსელში მისმა კოლეგებმა და ახლობლებმა გაავრცელეს.
ბადრი ვადაჭკორია 1947 წლის 29 მაისს ლანჩხუთში დაიბადა. მრავალწლიანი ნაყოფიერი შემოქმედებითი და პროფესიული საქმიანობის განმავლობაში მან ქვეყნის უახლესი ისტორიის არაერთი უმნიშვნელოვანესი მოვლენა აღბეჭდა და საზოგადოებას უმდიდრესი ფოტომემკვიდრეობა დაუტოვა.
2003 წელს ფოტოხელოვანს საქართველოს სახელმწიფო პრემია მიენიჭა. ის ასევე ფლობდა საპატიო წოდებებს — 2022 წელს გახდა თბილისის საპატიო მოქალაქე, ხოლო 2024 წელს მას მშობლიური ლანჩხუთის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა.