თბილისში ძალადობით ჩადენილი ჯგუფური ძარცვისთვის ორი პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი

17 აგვისტო, 2026

 
თბილისში ძალადობით ჩადენილი ჯგუფური ძარცვისთვის ორი პირი დააკავეს, მათ შორის არასრულწლოვანი
 

შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებმა თბილისში ორი პირი დააკავეს, რომლებსაც ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილი ძარცვა ედებათ ბრალად. დაკავებულთაგან ერთი არასრულწლოვანია. ინფორმაცია უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია მოცემული.

როგორც შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის მთავარი სამმართველოს მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ დაადგინა, ბრალდებულებმა წინასწარი შეთანხმებით იმოქმედეს. მათ დედაქალაქში ორ მოქალაქეს ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს, რის შემდეგაც ძვირადღირებული მობილური ტელეფონები წაართვეს და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

სამართალდამცველებმა ოპერატიული ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მონაწილე პირები ბრალდებულის სახით მალევე დააკავეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯგუფურად, ძალადობით ჩადენილ ძარცვას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული 8 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.