ბახმაროში ავტომობილების გადაადგილება 19 აგვისტოს შეიზღუდება: დეტალური ინფორმაცია

17 აგვისტო, 2026

 
ბახმაროში ავტომობილების გადაადგილება 19 აგვისტოს შეიზღუდება: დეტალური ინფორმაცია
 

ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულთან დაკავშირებით, რომელიც ყოველწლიურად 19 აგვისტოს აღინიშნება, მაღალმთიან კურორტ ბახმაროში ავტომობილების გადაადგილება დროებით შეიზღუდება. რეგულაცია ძალაში იქნება დღის 12:00 საათიდან 16:00 საათამდე, რათა უზრუნველყოფილი იყოს დღესასწაულის უსაფრთხო და კომფორტული აღნიშვნა.

ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, სატრანსპორტო შეზღუდვა კურორტის შესასვლელიდან დაიწყება. ეს ნიშნავს, რომ აღნიშნულ პერიოდში, ბახმაროს ცენტრალურ ნაწილში პირადი ავტომანქანებით გადაადგილება შეუძლებელი იქნება.

ადგილობრივი ხელისუფლება მოუწოდებს დამსვენებლებსა და კურორტის სტუმრებს, გაითვალისწინონ დაწესებული რეგულაციები და ავტომობილები განათავსონ საცხოვრებელი სახლების მიმდებარე ტერიტორიებზე ან სპეციალურად გამოყოფილ საპარკინგე ზონებში, რათა თავიდან იქნას აცილებული სატრანსპორტო კოლაფსი და უსიამოვნო ინციდენტები.