„საგანძურის მარათონი“: რომელი საგვარეულო მოიპოვებს გამარჯვებას ფინალურ ეტაპზე?

18 აგვისტო, 2026

 
„საგანძურის მარათონი“: რომელი საგვარეულო მოიპოვებს გამარჯვებას ფინალურ ეტაპზე?
 

„საგანძურის მარათონი“ გადამწყვეტ ფაზაში შედის, სადაც კონკურენცია დღითიდღე მძაფრდება. მონაწილეები ამჯერად არა მხოლოდ პირადი მიღწევებისთვის, არამედ საკუთარი საგვარეულოს პირველობისთვისაც იბრძვიან, რაც შეჯიბრს განსაკუთრებულ ხასიათს სძენს. თითოეული მოთამაშის აქტიურობა უშუალოდ განაპირობებს მისი საგვარეულოს საერთო მაჩვენებელსა და რეიტინგში პოზიციას, რაც ლიდერობისთვის ბრძოლას ყოველდღიურად ცვლის.

ყველაზე ძლიერი საგვარეულოს ტიტულისთვის ოთხი მთავარი კონკურენტი იბრძვის: ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები და ანაბრიძეები. მათ შორის დაპირისპირება განსაკუთრებით დაძაბულია, რადგან საგვარეულოებს შორის სხვაობა მინიმალურია. ეს ნიშნავს, რომ მარათონის დასრულებამდე ლიდერი შესაძლოა რამდენჯერმე შეიცვალოს, რაც ინტრიგას კიდევ უფრო ამძაფრებს.

ამ უნიკალურ შეჯიბრში, ინდივიდუალური წარმატების გარდა, უმნიშვნელოვანესია კოლექტიური ძალისხმევა. მოთამაშის თითოეული ნაბიჯი პირდაპირ აისახება საკუთარი საგვარეულოს შედეგზე. შესაბამისად, საგვარეულოს გასაძლიერებლად ყველაზე ეფექტური გზა თავად მარათონში აქტიური მონაწილეობაა. მონაწილეებს ასევე შეუძლიათ, თამაშში ოჯახის წევრები და მეგობრები ჩართონ, რითაც საგვარეულოს ახალი წევრები შეემატება.

მარათონის მასშტაბურობას საპრიზო ფონდიც ადასტურებს. ფინალური ეტაპისთვის 50 000 ლარია გამოყოფილი, ხოლო დღეისათვის უკვე 200-მდე გამარჯვებულია დაჯილდოებული 250 000 ლარის საერთო საპრიზო ფონდიდან. ეს ციფრები კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს კონკურსის მნიშვნელობასა და მასშტაბს.

ფინალური ეტაპის მოახლოებასთან ერთად, ბრძოლა კიდევ უფრო საინტერესო ხდება. ვინ დაიკავებს პირველ ადგილს – ხარჯიანები, ბარათიშვილები, დოვლათიანები თუ ანაბრიძეები? პასუხი შესაძლოა ყოველდღიურად შეიცვალოს და საბოლოო გამარჯვებულს, სწორედ, მონაწილეების აქტიურობა გამოავლენს. „საგანძურის მარათონში“ ჩართვის მსურველებს შეუძლიათ თიბისის მობაილბანკის მეშვეობით შეუერთდნენ საკუთარ საგვარეულოს და უშუალო წვლილი შეიტანონ მის გამარჯვებაში.