ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან: პოლიტიკური განადგურება და ბრძოლის დაწყების იძულება

18 აგვისტო, 2026

 
ირაკლი ღარიბაშვილი ციხიდან: პოლიტიკური განადგურება და ბრძოლის დაწყების იძულება
 

საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, რომელიც ამჟამად პატიმრობაში იმყოფება, სოციალური ქსელის საშუალებით საზოგადოებას ვრცელი წერილით მიმართა. პატიმრობიდან გაგზავნილ მიმართვაში ღარიბაშვილი ხსნის, რომ მისი ციხეში აღმოჩენა გასულ წელს დაწყებული „კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის“ კამპანიის უშუალო შედეგია, რომლის საბოლოო მიზანს, მისივე განცხადებით, მისი პოლიტიკური ასპარეზიდან ჩამოშორება და განადგურება წარმოადგენდა.

ექს-პრემიერი სრული პასუხისმგებლობით აცხადებს, რომ ის შეგნებულად მოერიდა სამართლებრივ დაპირისპირებას საკუთარ გუნდთან და ახლობელ ადამიანებთან. ამ გადაწყვეტილების მთავარ მოტივად ღარიბაშვილი სახელმწიფოსა და „გუნდის“ ინტერესებისთვის ზიანის არმიყენებას ასახელებს. მისი თქმით, ამ მიზნით, მან მიიღო მისთვის პირადად გამანადგურებელი პროცესი, თუმცა, როგორც ღარიბაშვილი აღნიშნავს, ეს გადაწყვეტილება გარკვეულ ზღვარს მიაღწია. ახლა, სხვა ალტერნატივის არარსებობის გამო, ის იძულებულია „ბრძოლა დაიწყოს“.