მდინარაძის პრესსამსახური ღარიბაშვილის წერილზე: „სრული აბსურდი“
18 აგვისტო, 2026
ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გავრცელებულ წერილს, რომელშიც ის ციხეში წასვლის მიზეზებზე საუბრობს, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურმა „სრული აბსურდი“ უწოდა.
როგორც „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი ლიდერის, მამუკა მდინარაძის პრესსამსახურში ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ს განუცხადეს, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადება, რომელიც გუშინდელ წერილში იყო ასახული, „აბსურდულია და მისივე შინაარსიდან გამომდინარე გამოირიცხა“.
შეგახსენებთ, რომ საქართველოს ყოფილმა პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა სოციალურ ქსელში წერილი გამოაქვეყნა. ამ წერილში ის აცხადებდა, რომ დანაშაული არ ჩაუდენია და პენიტენციურ დაწესებულებაში ნებაყოფლობით იმ მიზეზით წავიდა, რომ „სახელმწიფოსა და გუნდის ინტერესები არ დაზიანებულიყო“.