ტრაგედია ბათუმში: ახალგაზრდა კორპუსიდან ჩამოვარდნისას გარდაიცვალა - სავარაუდოდ უცხოელი
19 აგვისტო, 2026
ბათუმში, გორგასლის ქუჩაზე, მრავალსართულიანი საცხოვრებელი კორპუსიდან ჩამოვარდნის შედეგად ახალგაზრდა მამაკაცი გარდაიცვალა. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს, თუმცა შემთხვევის სხვა დეტალები ამ დროისთვის უცნობია.
წინასწარი მონაცემებით, გარდაცვლილი პირი სავარაუდოდ უცხო ქვეყნის მოქალაქეა. ადგილზე მობილიზებული იყო სამართალდამცველი ორგანოების წარმომადგენლები, რომლებიც მომხდარის გარემოებებს იძიებენ. მიმდინარეობს შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტრაგედიის ზუსტი მიზეზების დასადგენად.