ბექა ჩხიკვიშვილი თანამდებობას ტოვებს – ოზურგეთის მერის ყოფილი მოადგილის ემოციური განცხადება
19 აგვისტო, 2026
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერის პირველმა მოადგილემ, ბექა ჩხიკვიშვილმა, თანამდებობა დატოვა. აღნიშნული ინფორმაცია მან სოციალურ ქსელ „ფეისბუქის“ მეშვეობით გაავრცელა, სადაც ვრცელი განცხადება გამოაქვეყნა.
ჩხიკვიშვილი, რომელიც ბოლო პერიოდში დაახლოებით ორი დღის განმავლობაში მერის მოვალეობასაც ასრულებდა, თავის პოსტში ოზურგეთელებს ფერისცვალების ბრწყინვალე დღესასწაულს ულოცავს და განმარტავს, რომ თანამდებობის დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.
მისი თქმით, გასული პერიოდი მისთვის უდიდესი პასუხისმგებლობის, დაუღალავი შრომისა და მნიშვნელოვანი გამოცდილების მომტანი იყო. ამ დროის განმავლობაში, ბექა ჩხიკვიშვილი აცხადებს, რომ მაქსიმალურად ცდილობდა საკუთარი ცოდნა და ენერგია მუნიციპალიტეტისა და თითოეული ოზურგეთელის კეთილდღეობისთვის მოეხმარა.
განცხადებაში ის განსაკუთრებულ მადლობას უხდის პაატა კუნჭულიას, თავის კოლეგებს, მერიის ადმინისტრაციასა და ყველა თანამშრომელს. „თქვენთან ერთად მუშაობა ჩემთვის დიდი პატივი იყო. მადლობა იმ პროფესიონალიზმისთვის, გვერდში დგომისა და თავდადებისთვის, რომელიც ამ ხნის განმავლობაში გამოიჩინეთ. ერთგულება, ადამიანობა და ღირსების გრძნობა არასდროს მოგვშლოდეს!“ – წერს ბექა ჩხიკვიშვილი.