გარემოსდაცვითი დეპარტამენტი თაღლითური სმს შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს: საქმე შსს-ს გადაეცა

19 აგვისტო, 2026

 
გარემოსდაცვითი დეპარტამენტი თაღლითური სმს შეტყობინებების შესახებ აფრთხილებს: საქმე შსს-ს გადაეცა
 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი საზოგადოებას აფრთხილებს თაღლითური სმს შეტყობინებების შესახებ, რომლებიც უწყების სახელით ვრცელდება. დეპარტამენტის ინფორმაციით, უცნობი პირები მათი სახელის გამოყენებით ცდილობენ მოქალაქეების შეცდომაში შეყვანას, სავარაუდოდ, უკანონო მიზნებისთვის.

როგორც გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის განცხადებაშია აღნიშნული, ამ ფაქტთან დაკავშირებით შეგროვებული ყველა მასალა დაუყოვნებლივ გადაეგზავნა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შემდგომი სამართლებრივი რეაგირებისთვის. უწყება მოუწოდებს მოქალაქეებს, გამოიჩინონ სიფრთხილე და არ ენდონ საეჭვო შეტყობინებებს.