ბათუმში 2 უცხოელი დააკავეს: მათ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას ედავებიან

20 აგვისტო, 2026

 
ბათუმში 2 უცხოელი დააკავეს: მათ ჯანმრთელობის მსუბუქად დაზიანებას ედავებიან
 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აჭარის პოლიციის დეპარტამენტის ბათუმის საქალაქო სამმართველოს თანამშრომლებმა, ოპერატიულ-საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე დააკავეს.

უწყების ცნობით, დაკავებულებს ორი პირის მიმართ ჯგუფურად ჩადენილი ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქად დაზიანების ფაქტს ედავებიან. ინციდენტი ბათუმში მოხდა და სამართალდამცველებმა ეჭვმიტანილები ცხელ კვალზე აიყვანეს.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაული ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 5 წლამდე ვადით.