ირაკლი ღარიბაშვილის ახალი განცხადება: „მე მხოლოდ ჩემს თავსა და ოჯახს ვიცავ!“

20 აგვისტო, 2026

 
ირაკლი ღარიბაშვილის ახალი განცხადება: „მე მხოლოდ ჩემს თავსა და ოჯახს ვიცავ!“
 

ყოფილი პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელში ვრცელ განცხადებას აქვეყნებს, სადაც ის ხელისუფლების წარმომადგენლების კომენტარებსა და ექსპერტების „ცრუ და ცილისმწამებლურ განცხადებებს“ ეხმაურება.

ღარიბაშვილის თქმით, მის წინააღმდეგ მიმართული „აღვირახსნილი პროპაგანდა“ სატელევიზიო სივრცესა და სოციალურ მედიაში მისთვის მოსალოდნელი იყო და მისი მიზანიც გასაგებია. თუმცა, როგორც ის აღნიშნავს, ეს ძალისხმევა უშედეგოა და „სულ ტყუილად წვალობენ“ მისი ოპონენტები.

განცხადებაში კონკრეტულად დასახელებულია მამუკა მდინარაძე. ირაკლი ღარიბაშვილი აცხადებს, რომ წერილი, რომელიც მისი ოჯახის წევრს გადაეცა, სწორედ მდინარაძემ გაუგზავნა „თავისი ახლო მეგობრის ხელით“. ღარიბაშვილი შეგნებულად არ ასახელებს იმ პირის ვინაობას, რადგან, მისი თქმით, ეს ადამიანი „აბსოლუტურად შემთხვევით აღმოჩნდა ამ შარში“.

ყოფილი პრემიერი მამუკა მდინარაძეს მოუწოდებს, შეწყვიტოს „სიცრუის ტირაჟირება“ და აიღოს სრული პასუხისმგებლობა, თუ არ სურს „უდანაშაულო ადამიანების დაზიანება“.

განცხადების დასასრულს, ირაკლი ღარიბაშვილი კიდევ ერთხელ მკაფიოდ აცხადებს: „მე არავის არ ვებრძვი და არც არავის წინააღმდეგ ვიბრძვი; მე მხოლოდ ჩემს საკუთარ თავს და ოჯახს ვიცავ!“