თიბისის მხარდაჭერით: რუსთავული GO-PLAYGROUNDS ისრაელში საბავშვო მოედნებს აექსპორტებს
21 აგვისტო, 2026
თიბისი ბანკის მხარდაჭერით, ქართული წარმოება ახალ საფეხურზე ადის. რუსთავში დაფუძნებულმა კომპანია GO-PLAYGROUNDS-მა, რომელიც მაღალი ხარისხის საბავშვო სათამაშო მოედნებს აწარმოებს, პროდუქციის ექსპორტი ისრაელში დაიწყო, რაც ქვეყნის ეკონომიკური განვითარებისთვის მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯია.
2024 წელს ხუთი ისრაელელი ინვესტორის მიერ დაარსებული GO-PLAYGROUNDS-ის საწარმოო კომპლექსი რუსთავში 28 785 კვადრატულ მეტრ ფართობზეა განთავსებული და 70-ზე მეტ ადამიანს ასაქმებს. პროექტის ჯამურმა ინვესტიციამ 6.6 მილიონ აშშ დოლარს მიაღწია, საიდანაც 2 მილიონი დოლარი თიბისი ბანკის წვლილია. ეს ინიციატივა საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის პროგრამის ფარგლებში განხორციელდა, რამაც კომპანიას საშუალება მისცა მოეწყო თანამედროვე საწარმო, შეეძინა უახლესი დანადგარები და დაეფინანსებინა საოპერაციო ხარჯები.
GO-PLAYGROUNDS-ი ისრაელის PSAGOT PLAYGROUNDS-ის სანდო პარტნიორია, რომელსაც საერთაშორისო ბაზარზე 30-წლიანი, ხოლო ამ ინდუსტრიაში 20-წლიანი გამოცდილება აქვს. ქართული წარმოების სათამაშო მოედნები გამოირჩევა ინოვაციური დიზაინით, უმაღლესი ხარისხის მასალებით, საინჟინრო სიზუსტითა და უსაფრთხოების საერთაშორისო სტანდარტების სრული დაცვით. თითოეული პროექტი ბავშვების გართობასა და განვითარებაზეა ორიენტირებული, ხელს უწყობს მათ შემოქმედებითობას, ფიზიკურ აქტივობასა და სოციალურ უნარებს, რაც GO-PLAYGROUNDS-ს საშუალებას აძლევს, შექმნას უნიკალური და ფუნქციური სათამაშო გარემო დამკვეთის ინდივიდუალური მოთხოვნების გათვალისწინებით.
კომპანიის პროდუქცია უკვე ხელმისაწვდომია როგორც საქართველოს, ისე ისრაელის ბაზრებზე. ამჟამად, წარმოებული პროდუქციის მნიშვნელოვანი ნაწილი ექსპორტზე გადის პარტნიორი კომპანიისთვის, სამომავლოდ კი GO-PLAYGROUNDS-ი ექსპორტის არეალის გაფართოებას გეგმავს. ბიზნესის განვითარებასთან ერთად, კომპანია დიდ ყურადღებას უთმობს სოციალურ პასუხისმგებლობასაც. რუსთავის მერიასთან თანამშრომლობით, GO-PLAYGROUNDS-მა უფასოდ მოაწყო თანამედროვე საბავშვო მოედანი რუსთავის №34 საბავშვო ბაღში და მსგავსი ინიციატივების გაგრძელებას მომავალშიც აპირებს.
თიბისი ბანკისთვის პრიორიტეტულია ქართული წარმოების განვითარება და ექსპორტის ხელშეწყობა. მსგავსი პროექტების მხარდაჭერით, ბანკი აქტიურად უწყობს ხელს საერთაშორისო ცოდნის, თანამედროვე ტექნოლოგიებისა და მრავალწლიანი გლობალური ექსპერტიზის დანერგვას, რაც საბოლოოდ ქვეყანაში დასაქმების ზრდასა და ეკონომიკურ გაძლიერებას ემსახურება.