ქართული კულტურის ფესტივალი ZEIMI ნიუ-იორკში: გემო, მუსიკა და ტრადიციები თიბისისთან ერთად

21 აგვისტო, 2026

 
ქართული კულტურის ფესტივალი ZEIMI ნიუ-იორკში: გემო, მუსიკა და ტრადიციები თიბისისთან ერთად
 

30 აგვისტოს ნიუ-იორკი ქართული კულტურის, მუსიკის, ღვინისა და კულინარიის გრანდიოზულ დღესასწაულს – ZEIMI ფესტივალს უმასპინძლებს. თიბისის აქტიური მხარდაჭერით ორგანიზებული ეს ღონისძიება ყველა მსურველს უნიკალურ შესაძლებლობას აძლევს, ერთ სივრცეში ეზიაროს საქართველოს მდიდარ კულტურულ მემკვიდრეობას. ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

მნახველებს მრავალფეროვანი პროგრამა ელოდებათ: დააგემოვნებენ საუკეთესო ქართულ ღვინოებსა და ტრადიციულ კერძებს, მოუსმენენ ქართულ მუსიკას, დაათვალიერებენ და შეიძენენ ქართული ხელნაკეთი ნივთების ბაზრობაზე წარმოდგენილ უნიკალურ ნაკეთობებს. სპეციალურად მოწყობილი საბავშვო ზონა კი პატარებს გაართობს. ეს განსაკუთრებული გარემო ამერიკაში მცხოვრებ ქართველებს საშუალებას მისცემს, კვლავ დაუკავშირდნენ საკუთარ ფესვებს, უცხოელ სტუმრებს კი ქართული კულტურის სიღრმეებს გააცნობს.

თიბისი ფესტივალის სტუმრებისთვის არაერთ სასიამოვნო სიურპრიზს ამზადებს. აქტივობებში მონაწილეობის მისაღებად, უბრალოდ გადმოწერეთ თიბისის მობაილბანკი და ეწვიეთ ბანკის სტენდს, სადაც საინტერესო და ინტერაქტიული გამოცდილება გელოდებათ.

ZEIMI-ის მთავარი მიზანი ქართული დიასპორის გაერთიანებაა – ხელი შეუწყოს ურთიერთგაცნობას, მხარდაჭერასა და ისეთი სივრცის შექმნას, სადაც ქართველები ერთად აღნიშნავენ საკუთარ იდენტობას. გარდა ამისა, ფესტივალი უმნიშვნელოვანესი პლატფორმაა ქართველი მეწარმეებისთვის, ხელოვანებისთვის, მუსიკოსებისა და მცირე ბიზნესებისთვის, რათა წარმოაჩინონ თავიანთი პროდუქცია თუ შემოქმედება ამერიკული და საერთაშორისო აუდიტორიის წინაშე.

ორგანიზატორთა ხედვით, ZEIMI ნიუ-იორკში ქართული კულტურის, ღვინისა და გასტრონომიის ყოველწლიურ ტრადიციად უნდა იქცეს. ეს ხელს შეუწყობს საქართველოს საერთაშორისო ასპარეზზე კულტურულ პოპულარიზაციას და მის იმიჯს კიდევ უფრო გააძლიერებს.

მოიწვიეთ მეგობრები და ოჯახის წევრები! 30 აგვისტოს, გრანდიოზული ქართული დღესასწაული გელოდებათ ბრუკლინში, სერფ ავენიუზე, #1904-ში. არ გამოტოვოთ ეს დაუვიწყარი მოვლენა!