იმერეთში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს: ეჭვმიტანილი არასრულწლოვნის შევიწროებაში

23 აგვისტო, 2026

 
იმერეთში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს: ეჭვმიტანილი არასრულწლოვნის შევიწროებაში
 

იმერეთის რეგიონში 67 წლის მამაკაცი გარდაცვლილი იპოვეს. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს. ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ადასტურებს.

გავრცელებული ცნობით, გარდაცვლილი პირი ეჭვმიტანილი იყო 11 წლის გოგონას სექსუალურ შევიწროებაში. არსებული მონაცემებით, მამაკაცი არასრულწლოვანთან სატელეფონო ზარებით ამყარებდა კავშირს.

როგორც ირკვევა, ბავშვმა მომხდარის შესახებ მშობლებს შეატყობინა, რის შემდეგაც ოჯახმა შესაბამისი მტკიცებულებები სამართალდამცავ ორგანოებს გადასცა. გამოძიება გრძელდება ყველა დეტალის დასადგენად.