24 აგვისტოს ამინდი: წვიმა, ელჭექი და სეტყვა მთელ საქართველოში – დეტალური პროგნოზი
24 აგვისტო, 2026
გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 24 აგვისტოს საქართველოს მასშტაბით ამინდი მნიშვნელოვნად შეიცვლება. მოსალოდნელია შავი ზღვის ჩრდილო-დასავლეთიდან შემოსული შედარებით გრილი ჰაერის მასებისა და სამხრეთიდან გავრცელებული ცხელი ნაკადების ურთიერთქმედება, რაც ქვეყნის უმეტეს ნაწილში ნალექიან და ცვალებად ამინდს განაპირობებს.
მთელი საქართველოს მასშტაბით, პერიოდულად მოიმატებს ღრუბლიანობა. ზოგიერთ რაიონში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით, ხოლო აღმოსავლეთ საქართველოს ცალკეულ ადგილებში შესაძლოა სეტყვამაც იჩინოს თავი. დაუბერავს დასავლეთის მიმართულების ზომიერი ქარი, თუმცა აღმოსავლეთ საქართველოში მისი გაძლიერებაა მოსალოდნელი.
დასავლეთ საქართველოში 24 აგვისტოს ცვალებადი ამინდი იქნება. ღრუბლიანობის მატებასთან ერთად, ზოგან იწვიმებს და ელჭექი იქნება. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს. ჰაერის ტემპერატურა დაბლობში ღამით +21-დან +26 გრადუსამდე, დღისით კი +26-დან +31 გრადუსამდე იმერყევებს. მთიან რაიონებში ღამით +15, +20°, დღისით +25, +30° იქნება, ხოლო მაღალმთიან ზონაში ღამის საათებში +10, +15°, დღისით კი +24, +29° დაფიქსირდება.
აღმოსავლეთ საქართველოში ასევე მოიმატებს ღრუბლიანობა. ღამით უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, თუმცა დღის მეორე ნახევრიდან ზოგან ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა ნავარაუდევი, არ არის გამორიცხული სეტყვაც. დასავლეთის ქარის სიჩქარე 10-15 მ/წმ-ს მიაღწევს, ცალკეულ ადგილებში კი შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდეც გაძლიერდეს. ბარში ჰაერის ტემპერატურა ღამით +17-დან +22 გრადუსამდე დაეცემა, დღისით კი +30-დან +35 გრადუსამდე მოიმატებს. მთაში ღამით +12, +17°, დღისით +27, +32°, მაღალმთიანეთში კი ღამით +10, +15°, დღისით +22, +27° იქნება.
დედაქალაქ თბილისში 24 აგვისტოს ღრუბლიანობა პერიოდულად მოიმატებს, თუმცა უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი. ჩრდილო-დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ სიჩქარით დაუბერავს, დროგამოშვებით კი შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდეც გაძლიერდეს. ჰაერის ტემპერატურა ღამით +22°, დღისით კი +35° იქნება.
საქართველოს სხვა ქალაქებისა და რეგიონების ამინდის პროგნოზი:
- შავი ზღვის სანაპირო: სოხუმში, გაგრასა და ოჩამჩირეში მოსალოდნელია ცვალებადი მოღრუბლულობა, ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 19-14 მ/წმ. ტემპერატურა დღისით +28, +29°, ღამით +22, +23°. ბათუმსა და ქობულეთში დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს ელჭექით, სამხრეთ-დასავლეთის ქარის ფონზე (10-15 მ/წმ). ტემპერატურა დღისით +28, +29°, ღამით +23, +24°. ფოთში ასევე ხანმოკლე წვიმაა ელჭექით. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. დღისით +31°, ღამით +24°.
- დასავლეთ საქართველოს ქალაქები: ხულოში უმეტესად უნალექოდ იქნება, ტემპერატურა დღისით +26°, ღამით +17°. ზუგდიდში, ქუთაისში, ჭიათურაში, ამბროლაურში, ცაგერში, ონსა და მესტიაში მოსალოდნელია ხანმოკლე წვიმა ელჭექით. დასავლეთის ქარი 7-14 მ/წმ. ტემპერატურა დღისით +27-დან +31°-მდე, ღამით +10-დან +22°-მდე.
- შიდა ქართლი და სამცხე-ჯავახეთი: გორსა და თიანეთში უმეტესად უნალექო ამინდი იქნება, თუმცა ღრუბლიანობა მოიმატებს. გორში ქარი შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. დღისით +30, +35°, ღამით +17, +20°. ახალციხეში, ბორჯომსა და ბაკურიანში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექითაა მოსალოდნელი. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ტემპერატურა დღისით +25-დან +32°-მდე, ღამით +10-დან +15°-მდე. ახალგორში, ჯავასა და ცხინვალშიც დღის მეორე ნახევრიდან იწვიმებს ელჭექით, დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ. ცხინვალში ქარი 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდება. ტემპერატურა დღისით +30-დან +32°-მდე, ღამით +17-დან +19°-მდე.
- მთიანეთი: სტეფანწმინდაში და გუდაურში დღის მეორე ნახევრიდან ხანმოკლე წვიმა ელჭექით, დასავლეთის ქარი 8-15 მ/წმ. ტემპერატურა დღისით +22, +24°, ღამით +14, +16°.
- კახეთი: თელავში, ყვარელში, საგარეჯოში, სიღნაღში, დედოფლისწყაროსა და ლაგოდეხში უმეტესად უნალექო ამინდია მოსალოდნელი, ღრუბლიანობის მატებასთან ერთად. დასავლეთის ქარი 10-15 მ/წმ, ყვარელში, საგარეჯოსა და დედოფლისწყაროში შესაძლოა 17-22 მ/წმ-მდე გაძლიერდეს. ტემპერატურა დღისით +32-დან +35°-მდე, ღამით +20-დან +22°-მდე.