ვერაზე მოკლული აბიტურიენტის დედა: „ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ“

25 აგვისტო, 2026

 
ვერაზე მოკლული აბიტურიენტის დედა: „ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ“
 

თბილისში, ვერაზე მომხდარი ტრაგედიის შედეგად გარდაცვლილი 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის დედა, თათია ჩირგაძე, სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. პოსტით იგი აბიტურიენტების უმაღლეს სასწავლებლებში ჩარიცხვას ეხმაურება და შვილს მიმართავს, რომელსაც უკვე აღარასდროს მოუწევს სტუდენტური ცხოვრების დაწყება.

„ჩვენც უნდა გვეზეიმა დღეს დე, მიყვარხარ ჩემო ცხოვრება“, – წერს თათია ჩირგაძე, რითაც ხაზს უსვამს იმ დიდ ტკივილს და აუხდენელ ოცნებებს, რაც მისი შვილის უდროო სიკვდილმა მოიტანა.

შეგახსენებთ, შემზარავი ინციდენტი 22 ივლისს, თბილისის ცენტრში, ხორავას ქუჩაზე მოხდა. შეიარაღებული თავდასხმის შედეგად ოთხი ადამიანი დაშავდა, მათ შორის ორი არასრულწლოვანი. სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ბრიგადებმა დაშავებულები კლინიკებში გადაიყვანეს, თუმცა ერთ-ერთი მოზარდის, 17 წლის ნიკოლოზ ღუნაშვილის გადარჩენა ექიმებმა ვერ შეძლეს. მიყენებული მძიმე ჭრილობების გამო ახალგაზრდა საავადმყოფოში გარდაიცვალა.

ნიკოლოზ ღუნაშვილი 2008 წელს იყო დაბადებული და 1 აგვისტოს 18 წელი შეუსრულდებოდა. იგი წელს წარმატებით დაასრულა სკოლა და ერთიანი ეროვნული გამოცდებიც წარმატებით ჩააბარა, რითაც უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების გზა გაეხსნა. სამწუხაროდ, მისი ნათელი მომავალი ტრაგიკულად შეწყდა.

მომხდარი მკვლელობის საქმეზე შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დააკავა 1983 წელს დაბადებული ნიკოლოზ კაპანაძე. გამოძიება გრძელდება, რათა დადგინდეს ინციდენტის ყველა დეტალი და დამნაშავე სათანადოდ დაისაჯოს.