ოზურგეთში მომხდარი ტრაგიკული ავარია: ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ოთხი დაშავდა
27 აგვისტო, 2026
ტრაგიკული ავტოსაგზაო შემთხვევა დაფიქსირდა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში, რის შედეგადაც ერთი მოზარდი გარდაიცვალა, ოთხი კი დაშავდა.
არსებული ინფორმაციით, ავარიისას ხუთი მოზარდი დაშავდა, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადამ კლინიკა „მედალფაში“ გადაიყვანა. სამწუხაროდ, ერთ-ერთი მათგანის გადარჩენა ვერ მოხერხდა. იგი კლინიკაში შეყვანის შემდეგ, ოპერაციის მსვლელობისას გარდაიცვალა.
როგორც „გურია ნიუსთან“ საუბარში „მედალფას“ დირექტორმა, დათო მდინარაძემ განაცხადა, გარდაცვლილ მოზარდს სიცოცხლესთან შეუთავსებელი ტრავმები ჰქონდა. მისივე თქმით, დანარჩენი ოთხი დაშავებულის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება და მათი ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია.
შემთხვევის დეტალებს სამართალდამცავი ორგანოები იძიებენ.