სტეფანწმინდაში წიაღის უკანონო მოპოვების მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა: გარემოსდამცველები მოქმედებენ

27 აგვისტო, 2026

 
სტეფანწმინდაში წიაღის უკანონო მოპოვების მასშტაბური ფაქტი გამოვლინდა: გარემოსდამცველები მოქმედებენ
 

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტმა სტეფანწმინდის მუნიციპალიტეტში წიაღის უკანონო მოპოვების ფაქტი გამოავლინა. კერძოდ, მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა სოფელ ფანშეთის მიმდებარედ, დიდი ოდენობით ბუნებრივი რესურსების უკანონო მოპოვება დააფიქსირეს, რის შესახებაც ინფორმაციას გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ავრცელებს.

როგორც უწყება განმარტავს, ბუნებრივი რესურსებით უკანონო სარგებლობის ფაქტების პრევენცია, აღკვეთა და გამოვლენა დეპარტამენტის უმთავრეს პრიორიტეტს წარმოადგენს. ამ მიზნით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის ეკიპაჟები ქვეყნის მასშტაბით 24-საათიან რეჟიმში ახორციელებენ პატრულირებას, რათა დროულად მოხდეს ნებისმიერი სამართალდარღვევის იდენტიფიცირება და შესაბამისი რეაგირება.

დეპარტამენტი ასევე აღნიშნავს, რომ ოპერატიული რეაგირება ხდება მოქალაქეების მიერ სამინისტროს ცხელ ხაზზე (153) შემოსულ შეტყობინებებზე, რაც ხელს უწყობს გარემოს დაცვის ეფექტიანობის გაზრდას და ბუნებრივი სიმდიდრეების შენარჩუნებას.