გურიაში ავტოავარია: დაშავებული ოთხი არასრულწლოვნის ჯანმრთელობის მდგომარეობა
27 აგვისტო, 2026
გუშინ, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელმთაში მომხდარმა ავტოსაგზაო შემთხვევამ ერთი ადამიანის სიცოცხლე იმსხვერპლა. ტრაგიკულ ინციდენტს ოთხი არასრულწლოვნის დაშავებაც მოჰყვა, რომლებიც ამ დროისთვის კლინიკა „მედალფაში“ გადიან ინტენსიურ მკურნალობას.
როგორც კლინიკა „მედალფას“ დირექტორმა, დათო მდინარაძემ განაცხადა, ყველა დაშავებული არასრულწლოვანი სამედიცინო დაწესებულებაში რჩება. „ამჟამად ჩვენს კლინიკაში ოთხი არასრულწლოვანი პაციენტი იმყოფება. მათი მდგომარეობა საშუალო სიმძიმისაა. ჩაუტარდათ ყველა საჭირო სამედიცინო პროცედურა და მკურნალობა გრძელდება,“ – აღნიშნა მდინარაძემ.
მისივე თქმით, ამ ეტაპზე ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის შეძლებენ დაშავებული მოზარდები კლინიკის დატოვებას. სამედიცინო პერსონალი მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას მუდმივად აკვირდება.