მამუკა მდინარაძე თანამდებობას ტოვებს: "ვტოვებ პოლიტიკასაც" - რატომ მიიღო გადაწყვეტილება?
27 აგვისტო, 2026
რეგიონული განვითარების მინისტრი მამუკა მდინარაძე პოლიტიკური ასპარეზის დატოვებისა და თანამდებობიდან გადადგომის შესახებ აცხადებს. საკუთარი გადაწყვეტილების შესახებ მან დღეს გააკეთა განცხადება, რომლის მიხედვითაც, ის არა მხოლოდ მინისტრის პოსტს, არამედ მთლიანად პოლიტიკურ საქმიანობასაც ემიჯნება.
„მივიღე გადაწყვეტილება, რომ დავტოვო თანამდებობა. პრინციპში, პოლიტიკაც,“ – განაცხადა მდინარაძემ. მისი თქმით, პოლიტიკაში გატარებული ათი წელი იყო „შრომის, სამშობლოს ერთგულების და მეგობრებთან ერთად, დიდი საქვეყნო საქმის კეთების 10 წელი.“ მან ხაზი გაუსვა, რომ „ქართული ოცნების“ გუნდთან ერთად მუშაობა მისთვის დიდი ბედნიერება იყო.
მდინარაძემ მადლობა გადაუხადა „ქართული ოცნების“ თითოეულ წევრს, „ბატონი ბიძინა ივანიშვილიდან დაწყებული რიგით ჯარისკაცამდე დამთავრებული, როგორც ჩვენ ამ დიდ ოჯახში ვეძახით ხოლმე.“ მან აღნიშნა, რომ ამ გადაწყვეტილებაზე ბოლო რამდენიმე კვირის განმავლობაში ფიქრობდა.