მარიამობა: მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ზეიმობს

28 აგვისტო, 2026

 
მარიამობა: მართლმადიდებელი ეკლესია ღვთისმშობლის მიძინების დღესასწაულს ზეიმობს
 

დღეს მართლმადიდებელი სამყარო ერთ-ერთ უდიდეს საეკლესიო დღესასწაულს, მარიამობას ზეიმობს, რომელიც ყოვლადწმიდა ღვთისმშობლის მიძინებას ეძღვნება. ქრისტიანული მოძღვრების თანახმად, წმინდა სამების შემდეგ სწორედ ღვთისმშობელი მარიამი დგას უმაღლეს საფეხურზე და განსაკუთრებული თაყვანისცემით სარგებლობს.

საეკლესიო კალენდარში არსებული თორმეტი უდიდესი დღესასწაულიდან სამი უშუალოდ დედაღვთისას ცხოვრების მნიშვნელოვან მოვლენებს უკავშირდება. ესენია: ღვთისმშობლის შობა, მისი ტაძრად მიყვანება და, რა თქმა უნდა, მიძინება, იგივე მარიამობა.

ამ ბრწყინვალე დღესასწაულს წინ უძღოდა ორკვირიანი, მკაცრი მარხვა, რომელსაც მორწმუნეები დიდი მოწიწებით იცავდნენ. დღეს, მარიამობის აღსანიშნავად, საქართველოს ყველა მოქმედ ტაძარში საზეიმო წირვა-ლოცვა აღევლინება, სადაც მრევლი ღვთისმშობლისადმი ლოცვითა და ვედრებით მიმართავს.