საჯარო მოხელეთა ნაწილი მუშაობას 09:00 საათის ნაცვლად, 09:30-ზე დაიწყებს

02 სექტემბერი, 2014

 
საჯარო მოხელეთა ნაწილი მუშაობას 09:00 საათის ნაცვლად, 09:30-ზე დაიწყებს
 
„სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვების მშობელი საჯარო მოხელეები მუშაობას 09:30-ზე დაიწყებენ“, - უთხრა ჟურნალისტებს მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის მოადგილემ, ნინო კობახიძემ. კობახიძის თქმით, მთავრობის ადმინისტრაციამ გაითვალისწინა ის ფაქტი, რომ საჯარო მოხელეთა დიდ ნაწილს სკოლამდელი ან სასკოლო ასაკის ბავშვები ჰყავს, რომელთაც სკოლებში ან საბავშვო ბაღებში მიყვანა სჭირდებათ და ეს მოხელეთა სამუშაო გრაფიკის დარღვევას გამოიწვევს. „მთავრობის ადმინისტრაციის მსგავსად, ყველა სახელმწიფო უწყებას აქვს შესაძლებლობა, შიდა რეგულაციის საფუძველზე, თანამშრომლებზე მსგავსი გამონაკლისი დაუშვას“, - თქვა კობახიძემ.