ფოტო►"ზურაბ გურიელიძე უდანაშაულოა" - აქცია კანცელარიასთან

17 ივნისი, 2015

 
ამ წუთებში კანცელარიასთან ზურაბ გურიელიძის მხარდასაჭერი აქცია მიმდინარეობს, რომელსაც ათობით ადამიანი უერთდება.  "SOS", "ზურაბ გურიელიძე უდანაშაულოა", "ვეფხვებზე მეტად უსამართლობის გვეშინია" ამ და სხვა მოწოდებებით აქციის მონაწილეები ზოოპარკის დირექტორს სოლიდარობას უცხადებენ.