საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამართლა

 
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში გაამართლა
 
საბი ბერიანის მკვლელობაში ბრალდებული ლევან კოჭლაშვილი თბილისის საქალაქო სასამართლომ განზრახ მკვლელობის ნაწილში (სსკ 108-ე მუხლი) უდანაშაულოდ ცნო. როგორც „ლიბერალს“ სასამართლოში განუცხადეს, მოსამართლე გიორგი დარახველიძემ კოჭლაშვილი დამნაშავედ დანარჩენ ორ ბრალში ცნო და 4 წლით თავისუფლების აღკვეთა მიუსაჯა. კოჭლაშვილს განზრახ მკვლელობის გარდა ბრალი ცემის (სსკ 125-ე მუხლის პირველი ნაწილით) და ნივთის დაზიანება ან განადგურების (187-ე მუხლის მე-2 ნაწილი) მუხლითაც ჰქონდა წარდგენილი. ტრანსგენდერი ქალი, საბი ბერიანი 2014 წლის 11 ნოემბერს  მოკლეს. მისი ცხედარი სამაშველო სამსახურმა აღმოაჩინა, რომელიც საცხოვრებელ სახლში ხანძრის ჩასაქრობად მივიდა.