კანადური კომპანია სუფთა ჰაერით სავსე ბოთლებს ჩინეთში ყიდის

08 აგვისტო, 2026

 
კანადური კომპანია სუფთა ჰაერით სავსე ბოთლებს ჩინეთში ყიდის
 

კა­ნა­დუ­რი კომ­პა­ნია, რო­მე­ლიც ბოთ­ლებ­ში და­ფა­სო­ე­ბულ "მთის ჰა­ერს" ყი­დის, აცხა­დებს, რომ ჩი­ნეთ­ში გა­ყიდ­ვე­ბი წარ­მა­ტე­ბუ­ლია.

კომ­პა­ნია Vitality Air გა­სულ თვეს ჩი­ნე­თის ბა­ზარ­ზე გა­ვი­და და 500 ქილა ჰა­ე­რი ორ კვი­რა­ში გა­ი­ყი­და. "ახლა ძა­ლი­ან ბევ­რი წი­ნას­წა­რი შეკ­ვე­თე­ბი მოგ­ვდის ბოთ­ლის ჰა­ერ­ზე, უკვე ათა­სამ­დე შეკ­ვე­თა მი­ვი­ღეთ", - აცხა­დებს კომ­პა­ნი­ის წარ­მო­მად­გე­ნე­ლი.

ჰა­ე­რი 14 დო­ლა­რი­დან 20 დო­ლა­რამ­დე ღირს, ბოთ­ლის ზო­მის მი­ხედ­ვით. გა­სულ კვი­რას პე­კინ­ში პირ­ვე­ლად და­ხუ­რეს სკო­ლე­ბი ჰა­ე­რის ცუდი ხა­რის­ხის გამო. Vitality Air-ს დამ­ფუძ­ნე­ბე­ლი მოსე ლამი ყვე­ბა, რომ ბიზ­ნე­სის იდეა მა­შინ მო­უ­ვი­და, რო­დე­საც "იბე­ი­ზე" ნახა, რო­გორ იყი­დე­ბო­და ჰა­ე­რი 99 ცენ­ტად. მისი თქმით, ბოთ­ლის ჰა­ე­რით ავ­სე­ბას ათი სა­ა­თი სჭირ­დე­ბა.