03:00 საათზე საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციაში უშიშროების საბჭოს სხდომა გაიმართება

15 ივლისი, 2016

 
საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა უშიშროების საბჭოს სხდომა დანიშნა. სხდომა პრეზიდენტის რეზიდენციაში 03.00 საათზე დაიწყება. ის თუქეთში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით დაინიშნა.  საერთაშორისო მედიის ინფორმაციით, თურქეთში სამხედრო გადატრიალებაა. ქვეყნის სამხედროების ნაწილმა აეროპორტები და მნიშვნელოვანი ობიექტები დაიკავეს.