CNN: იაპონიაში შშმ პირთა ცენტრში ყოფილმა თანამშრომელმა 19 ადამიანი დანით მოკლა
26 ივლისი, 2016
იაპონიაში შშმ პირების ცენტრში ერთი პირი დანით შეიჭრა და 19 ადამიანი მოკლა, 26 კი მძიმედ დაჭრა.
თავდასხმა მეორე მსოფლიო ომის შემდეგ იაპონიაში ყველაზე მძიმე მასობრივ მკვლელობად შეფასდა.
დაღუპულია 18-დან 70 წლამდე 9 ქალი და 10 მამაკაცი.
მკვლელობაში ეჭვმიტანილი 26 წლის სატოში უემათსუა. როგორც CNN იტყობინება, იგი დაწესებულებაში თებერვლამდე მუშაობდა.
დაახლოებით 3 საათზე უემათსუ თავად ჩაბარდა პოლიციას, მიიტანა სისხლიანი დანა და ტანისამოსი.