„იუდა!“ - მმკ და მრევლი პაპს სვეტიცხოველთან შეძახილებით დახვდა
01 ოქტომბერი, 2016
სვეტიცხოვლის ტაძართან რომის პაპს „მართლმადიდებელ მშობელთა კავშირი" და მრევლი საპროტესტო აქციითა და შეძახილებით დახვდა.
სვეტიცხოვლის შესასვლელისგან შეკრებილებს პოლიციის კორდონი ყოფდა. ისინი ტაძრის ერთ-ერთ შესასვლელთან დგანან.
მმკ საქართველოში პაპის ვიზიტს აპროტესტებს. ისინი მიიჩნევენ, რომ პაპი ერეტიკოსია. რამდენიმე საათის წინ მათ განცხადება გააკეთეს, სადაც აღნიშნეს, რომ ყველაფერს იზამენ, რათა პაპი ტაძარში არ შეუშვან.