თსუ-ის ემერიტუს პროფესორი ვახტანგ იმნაიშვილი გარდაიცვალა
24 იანვარი, 2017
დღეს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის, ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტის ემერიტუს პროფესორი, ვახტანგ იმნაიშვილი გარდაიცვალა. როგორც უნივერსიტეტის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, ვახტანგ იმნაიშვილს ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები ჰქონდა.