მერიასთან საპროტესტო აქციის დროს დაკავებული ყველა პირი ხელწერილით გათავისუფლდება
14 თებერვალი, 2017
თბილისის მერიასთან გამართული საპროტესტო აქციის დროს დაკავებული 13-ვე პირი ხელწერილის საფუძველზე გათავისუფლდება.
დაკავებულთა ადვოკატებმა ბრალდებულების გამამართლებელი ვიდეოჩანაწარები წარმოადგინეს, მოსამართლემ ისინი საქმეს მტკიცებულებად დაურთო, ბრალდების მხარეს კი სამკერდე კამერების ჩანაწერების წარდგენა დაევალა.
პროცესი პირველ მარტამდე გადაიდო.
გუშინ თბილისის მერიასთან „ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გამართულ აქციაზე 13 პირი დააკავეს.