კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულები გამოვლინდნენ

 
კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში
 
საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობამ ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიასთან ერთად 2016 წლის კონკურსის „ევროკავშირის პრიზი ჟურნალისტიკაში" გამარჯვებულები გამოავლინა.  საუკეთესო სტატიის ნომინაციაში „ინდიგოს" ჟურნალისტის სტატიამ გაიმარჯვა; საუკეთესო აუდიო სიუჟეტი ონლაინ მედიაში - სოფიო ვასაძე, რადიო „ჯიპა”, საუკეთესო საგამოძიებო სტატია - ნატო გოგელია, „გურიანიუსი”, საუკეთესო საგამოძიებო სიუჟეტი - გიორგი მგელაძე და  ნინო რამიშვილი, საუკეთესო ონლაინ ან ბეჭდური ბლოგი – ნინია კაკაბაძე, „ჯემნიუსი”, საუკეთესო დოკუმენტური ფოტო – გიორგი ლონდარიძე, „სამხრეთის კარიბჭე”, EUMM-ის პრიზი მშვიდობის ჟურნალისტიკაში - გვანცა დოლუაშვილი, „ჯემნიუსი”. „ლიბერალის" ჟურნალისტის, ნათია ამირანაშვილის სტატია „მიუწვდომელი გრძელვადიანი მკურნალობა - ბიუროკრატია ოკუპირებულ ცხინვალში ცხოვრების გამო" კატეგორია საუკეთესო სტატიის ნომინაციაში დასახელდა.