საზმაუ მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს
13 აპრილი, 2017
„საზოგადოებრივი მაუწყებელი“ ახალი საეთერო სეზონისთვის მხატვრული სერიალების სცენარების შესარჩევ კონკურსს აცხადებს.
„საზოგადოებრივი მაუწყებლის“ ინფორმაციით, კონკურსის ფარგლებში უნდა შეირჩეს ორ ჟანრში (მძაფრსიუჟეტიანი/დეტექტიური და მელოდრამა) თითო სერიალის სცენარი. კონკურსი ჩატარდება ორ ეტაპად და მასში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.
განაცხადები მიიღება 30 აპრილის ჩათვლით, ელექტრონულ მისამართზე [email protected]; მსურველებმა საკონკურსოდ უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტაცია:
• სცენარისტის და რეჟისორის რეზიუმე/ავტობიოგრაფია
• სრული სერიალის კონცეფცია (არაუმეტეს 500 სიტყვისა)
• ერთი სერიის სცენარი დიალოგებით
• სრული სერიალის სარეჟისორო ხედვა
კომისიის წევრები, კენჭისყრის საფუძველზე გამოავლენენ თითოეულ ჟანრში თითო საუკეთსო სცენარს.