შსს: ოთო კახიძის გამოკითხვის შემდეგ სამართალდამცავები შესაბამისად იმოქმედებენ
19 აპრილი, 2017
შინაგან საქმეთა სამინისტროში ამბობენ, რომ სამართალდამცავები ოთო კახიძეს გამოკითხავენ და შემდგომ შესაბამისად იმოქმედებენ. დღეს პარლამენტში მომხდარი ინციდენტის შედეგად „ევროპული საქართველოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა, ოთო კახიძემ თავის არეში დაზიანება მიიღო.
გავრცელებული ინფორმაციით, დეპუტატების ოთახში უმცირესობის წარმომადგენელ გიორგი კანდელაკსა და უმრავლესობის წევრ ვანო ზარდიაშვილს შორის კამათი მოხდა. დაპირისპირებისას ერთ-ერთმა მათგანმა საფერფლე ისროლა, რომელიც კახიძეს მოხვდა. კამათის მიზეზი და დეტალები, ჯერჯერობით, უცნობია.