ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა

04 ივნისი, 2017

 
ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა
 
ბორჯომის რაიონის სოფელ ქვაბისხევში ექსკურსიაზე მყოფი მასწავლებელი თამარ გოზალიშვილი კლდიდან გადავარდა და გარდაიცვალა. აღნიშნულ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.  გარდაცვლილი გორის მესამე საჯარო სკოლაში მათემატიკას ასწავლიდა. სკოლის დირექტორის, ვახტან სუხიტაშვილის თქმით, გარდაცვლილს დღეს, გვიან საღამოს გადაასვენებენ სახლში. „ძალიან სამწუხარო ამბავი შეგვემთხვევა. მხოლოდ მასწავლებლები ვიყავით ექსკურსიაზე, ასეთი ტრაგიკული აღმოჩნდა ჩვენი სკოლისთვის სასწავლო წლის დამთავრება“,- განუცხადა qartli.ge-ს სკოლის დირექტორმა. ამასთან, გამოცემის ინფორმაციით, ამავე სკოლის მოსწავლეს გორში მანქანა დაეჯახა. ექიმებმა მისი გადარჩენა ვეღარ შეძლეს.