მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა

 
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა
 
მსოფლიო ბანკმა საქართველოს ეკონომიკის ზრდის პროგნოზი შეამცირა. ბანკი წელს საქართველოს ეკონომიკის 3,5 პროცენტით გაზრდას ელის, იანვარში კი 5.2-ს პროგნოზირებდა. ინფორმაციას საზოგადოებრივი მაუწყებელი ავრცელებს.  მსოფლიო ბანკი ეკონომიკის 4%-იან ზრდას 2018 წელს ელოდება,  2019 წელს კი საქართველოს პროგნოზი 4.5%-ია. მსოფლიო ბანკის ივნისის ანგარიშის თანახმად, მსოფლიო ბანკი წელს გლობალური ეკონომიკის მხოლოდ 2.7%-იან ზრდას ვარაუდობს. რაც შეეხება ჩვენს მეზობელ ქვეყნებს, მსოფლიო ბანკის პროგნოზით, აზერბაიჯანის ეკონომიკა წელს 1,4%-ით გაიზრდება, სომხეთის - 2,7%-ით, რუსეთის 1,3%-ით, ხოლო თურქეთის - 3,5%-ით.