მგზავრობის საფასურის გადახდა ბანკის ბარათებით იქნება შესაძლებელი
06 ივნისი, 2017
საზოგადოებრივ ტრანსპორტში მგზავრობის საფასურის გადახდა სპეციალური სამგზავრო ბარათების გარდა, სხვადასხვა ბანკის ბარათებითაც იქნება შესაძლებელი.
თბილისის მერიის ინფორმაციით, გადახდის უნივერსალური სისტემა ამ ზაფხულს ამოქმედდება.
თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, შესაბამისი ინიციატივის განსახორციელებლად კონკურსი გამოცხადდება.
საკითხზე ხვალ თბილისის მთავრობის სხდომაზე იმსჯელებენ.