კობახიძე არასამთავრობოებზე - როდესაც რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, ის დასაბუთებული უნდა იყოს

06 ივნისი, 2017

 
კონსტიტუციის პროექტთან დაკავშირებით კითხვები პრაქტიკულად აღარ არის დარჩენილი, კონსტიტუციური კანონი გადაღეჭილია, ისე არის მომზადებული ახალი დოკუმენტი, თითოეული მუხლი არის ზედმიწევნით გავლილი - ასე გამოეხმაურა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე არასამთავრობო სექტორის მოწოდებას, რომ კონსტიტუციის პროექტის განხილვა საშემოდგომო სესიაზე დაიწყოს. "როდესაც რაღაცისკენ მოგვიწოდებენ, ის უნდა იყოს დასაბუთებული", - განაცხადა ირაკლი კობახიძემ. მისივე განმარტებით, არასამთავრობო სექტორის მოწოდება საფუძველს მოკლებულია: "სამი რაუნდი ჩავატარეთ ჩვენ შეხვედრების სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიაში, ვატარებთ საკომიტეტო განხილვებს და ამას დაემატება პლენარული განხილვები. ამაზე მეტად ფიზიკურად ვერ განიხილავ კონსტიტუციის გადასინჯვის პროექტს".