საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემების კონკურსში შალვა რამიშვილის პროექტმა ვერ გაიმარჯვა
21 ივნისი, 2017
საზოგადოებრივი მაუწყებლის ახალი სეზონისთვის გადაცემების შესარჩევად გამოცხადებული კონკურსის მესამე ტურში გამარჯვებულების ვინაობა ცნობილია. მათ შორის ვერ მოხვდა შალვა რამიშვილის პროექტი „მედია-რენტგენი"
საზოგადოებრივ მაუწყებელზე გადაცემების შესარჩევი კონკურსის მესამე ტურში საპილოტე გადაცემას შალვა რამიშვილიც ამზადებდა. მიუხედავად იმისა, რომ რამიშვილის პროექტი „მედია-რენტგენი" მესამე ტურში ვერ გადავიდა, კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გენერალურმა დირექტორმა მიიღო გადაწყვეტილება, მესამე ტურისთვის გადაცემის პილოტი მასაც ჩაეწერა.
კომისიის ერთ-ერთი წევრის ინფორმაციით, ახალი სეზონისთვის რამდენიმე გადაცემა შეირჩა. მათ შორის:
სოციალური ტოქშოუ
„რეალური სივრცე"
კულტურულ-შემეცნებითი გადაცემა
გიორგი ასანიშვილი - „ნაცნობი მელოდიები“
კულტურის სიახლეების მიმოხილვა
თეონა ჯორბენაძე - „Modem/Art“
ჯანსაღი ცხოვრება
მარი მალაზონია -„პირადი ექიმი - მარი მალაზონია“
სოფლის მეურნეობა
თამარ ბოლქვაძე - "ფერმა"
საბავშვო შემეცნებითი გადაცემა
თამარ ციციშვილი - „ხარ თუ არა მეხუთე კლასელზე ჭკვიანი?!“
გამარჯვებული გადაცემების სრულ სიას უახლოეს ხანში შემოგთავაზებთ.